ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
ჭიათურმანგანუმ ჯორჯია
შპს "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 ორშაბათი-პარასკევი (სტუდენტის გრაფიკთან შეთავსებით);
** სტაჟირების ვადა: 3-დან 6 თვემდე, შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** იურისტის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში და მისი დავალების შესრულება;
** ხელშეკრულებებისა და სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა;
** კანონმდებლობის ანალიზი და საკანონმდებლო სიახლეებისათვის თვალყურის მიდევნება;
** იურისტის დავალებით სახელმწიფო, სასამართლო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში კომპანიის წარმომადგენლობა;
** ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია იურიდიულ დეპარტამენტის საქმიანობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** იურიდიული ფაკულტეტის მე-3 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საქართველოს სამოქალაქო/ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
ბენეფიტები:
** კვებით უზრუნველყოფა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: chiaturmanganum@hotmail.com და სათაურში მიუთითოთ "სტაჟიორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.