← ყველა ვაკანსია

ხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი

Caucasian PET Company · რუსთავი

სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში. ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი - 1 ვაკანსია მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან საშუალო პროფესიული განათლება შემდეგი სპეციალობიდან ერთ-ერთში: ლაბორანტი, ტექნოლოგი, ინჟინერი, ხარისხის მაკონტროლებელი, სამედიცინო მუშაკი, ფარმაცევტი, ქიმიკოსი. ** საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა. ** სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება. ** წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება. ** ქართული enis codna (რუსული/უკრაინული ენის ცოდნა საშუალო დონეზე). ** კომპიუტერთან მუშაობის უნარები სამომხმარებლო დონეზე. ** კარგი მხედველობა და ხანგრძლივად ვიზუალური სამუშაოს შესრულების უნარი. ** წესების და ინსტრუქციების მკაცრად დაცვა. ** პასუხისმგებლობა, ყურადღება და შესრულების მაღალი დონე. ** სწრაფი ათვისების უნარი. თანამდებობრივი მოვალეობები: ** შესაბამისი სტანდარტების დაცვით საწარმოო პროცესის ხარისხის კონტროლი. ** ხარისხის კონტროლის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება გაზომვების განხორციელებით და აღრიცხვით, პროდუქტის სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ ანგარიშების შედგენა და დასკვნების გაცემა. ** მეტროლოგიური ანალიზების ჩატარება. ** პროდუქციის ნორმასთან შესაბამისობის შესახებ დასკვნების გაცემა. ** საამქროს სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი. სამუშაო პირობები: ** ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო. სამუშაო გრაფიკი ცვლებში: 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 დღე სამუშაო - დღის და ღამის ცვლა + 2 დღე დასვენება). ** ანაზღაურება 3 თვის სწავლების პერიოდში 1300₾ ხელზე ან 7, 77₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტიურად გამომუშავებულ ცვლებზე). სწავლების შემდეგ - 1800₾ - ან 10, 76₾ საათში (დამოკიდებულია გამომუშავება ცვლებზე). სოციალური პაკეტი მოიცავს: ** სამედიცინო დაზღვევა; ** სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; ** კორპორატიული მობილური ნომერი; ** კვება შესვენების დროს; ** პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე; ** FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები). რეზიუმე გამოაგზავნეთ ქართული, რუსულ ენაზე ელ. მისამართზე: gogashvili.mari@caucasianpet.com

განაცხადის გაგზავნა →