1C პროგრამისტი
ზოომარტი
"ზოომარტი" აცხადებს ვაკანსიას 1C პროგრამისტი/1C Developer (Middle+/Senior) თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; პარასკევს შემოკლებული დღე, 15:00 საათამდე
ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
კომპანიის შესახებ:
Zoomart არის ცხოველთა საცალო ვაჭრობის ქსელი საქართველოში. ჩვენი ოპერაციები ეყრდნობა 1C-ზე აგებულ საცალო და სასაწყობე აღრიცხვის სისტემას და ვეძებთ ადამიანს, რომელიც ამ სისტემის ტექნიკურ განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ გამოცდილ 1C პროგრამისტს (Middle+/Senior), რომელიც ითანამშრომლებს კომპანიის მენეჯმენტთან, შექმნის ახალ ფუნქციონალს, განავითარებს მოქმედ კონფიგურაციას და უზრუნველყოფს სისტემის სტაბილურ მუშაობას. პოზიცია გულისხმობს კონფიგურაციის ტექნიკურ მფლობელობას.
ძირითადი მოვალეობები:
** მოქმედ 1C კონფიგურაციაში ახალი მოდულების, დოკუმენტების, რეგისტრების, ცნობარების, ფორმების, ანგარიშებისა და დამუშავებების შექმნა და დანერგვა;
** არსებული პროგრამული კოდისა და ბიზნეს-ლოგიკის შესწავლა, მოდიფიცირება და განვითარება ტექნიკური დავალებების საფუძველზე;
** ანგარიშებისა და ბეჭდვითი ფორმების მომზადება (მათ შორის, მონაცემთა კომპოზიციის სისტემის გამოყენებით);
** მონაცემთა გაცვლისა და ინტეგრაციების განხორციელება გარე სისტემებთან (საცალო ვაჭრობის სისტემები, ვებგვერდი, საბანკო და საგადასახადო სერვისები და სხვ.);
** მოქმედი სისტემის მხარდაჭერა: წარმოების გარემოში წარმოშობილი შეცდომების დიაგნოსტიკა და გამოსწორება;
** კოდის ოპტიმიზაცია, მოთხოვნებისა და სისტემის წარმადობის გაუმჯობესება მრავალმომხმარებლიან გარემოში;
** ცვლილებების ტესტირება, სამუშაო გარემოში დანერგვა და ვერსიების კონტროლი (Git ან კონფიგურაციის საცავი);
** განხორციელებული ცვლილებებისა და ლოგიკის ტექნიკური დოკუმენტირება;
** სამუშაოების შეთანხმებულ ვადებში შესრულება.
სავალდებულო მოთხოვნები:
** 1C 8.2 / 8.3 პლატფორმაზე პროგრამირების მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება (Senior დონისთვის — 5+ წელი);
** 1C-ის ჩაშენებული ენის, მეტამონაცემების ობიექტებისა და 1C Query Language-ის საფუძვლიანი ცოდნა;
** მართული ფორმებისა და კლიენტ-სერვერული პროგრამირების გამოცდილება;
** არსებული და არასტანდარტული (მოდიფიცირებული) კონფიგურაციების შესწავლის, მოდიფიცირებისა და განვითარების გამოცდილება;
** მონაცემთა კომპოზიციის სისტემის (СКД), როლებისა და წვდომის უფლებების, ტრანზაქციებისა და ბლოკირებების ცოდნა;
** კოდის ტესტირებისა და შეცდომების დიაგნოსტიკის უნარი;
** ახალი მოდულების დამოუკიდებლად შექმნის გამოცდილება;
** საცალო ვაჭრობის ან სასაწყობე აღრიცხვის 1C კონფიგურაციებთან მუშაობის გამოცდილება.
უპირატესობად ჩაითვლება:
** REST API, HTTP Services, JSON და XML ტექნოლოგიების ცოდნა;
** 1C Extensions-ის გამოყენების გამოცდილება;
** MS SQL Server-ის ცოდნა;
** მაღალდატვირთულ მრავალმომხმარებლიან სისტემებზე მუშაობისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება;
** 1C-ის პროფესიული სერტიფიკატი;
** ინგლისურის ან რუსულის ცოდნა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან სამუშაოდ.
რას გთავაზობთ:
** ორშაბათი-პარასკევი, პარასკევს შემოკლებული სამუშაო დღე (15:00 საათამდე);
** რეალური, მასშტაბური 1C პროექტები და კონფიგურაციის ტექნიკური მფლობელობა;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
პასუხისმგებლობის ფარგლები
პროგრამისტი მუშაობს მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული ფუნქციური მოთხოვნებისა და შეთანხმებული ტექნიკური დავალებების საფუძველზე. ბიზნეს-პროცესების განსაზღვრა, განვითარების პრიორიტეტები და ფუნქციური მოთხოვნები მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა.
პროგრამისტი მონაწილეობს ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და შეფასებებში და პასუხისმგებელია კოდის ხარისხზე, ტესტირებასა და დანერგვაზე.
როგორ განაცხადოთ
გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: 1cdeveloper@zoomart.ge
წერილის სათაურში მიუთითეთ: 1C Developer - სახელი, გვარი.