ექიმი-ოფთალმოლოგი
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
"ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის" ოფთალმოლოგიური გუნდი გაფართოებას გეგმავს და ეძებს მოტივირებულ, კვალიფიციურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კადრს.
თუ გსურთ იმუშაოთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში, გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი სამედიცინო განათლება (სავალდებულოა სახელმწიფო სერტიფიკატი ოფთალმოლოგიაში).
** სამუშაო გამოცდილება: არ არის სავალდებულო (რეზიდენტურაში მიღებული გამოცდილებაც ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად). ** სასურველია პრე და პოსტოპერაციული პაციენტების მართვის გამოცდილება.
** ენების ცოდნა: ქართული ენა — სრულყოფილად; ინგლისური კარგად ან საკომუნიკაციო დონეზე.
** ტექნიკური უნარები: სამედიცინო აპარატურასთან და ელექტრონულ ჯანდაცვის სისტემებთან (E-Health) მუშაობის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით - kchikobava@newvision.ge; გთხოვთ ველში "subject" მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.