← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

ERC Distribution Georgia

შპს "ERC Distribution Georgia" საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2019 წლიდან და არის საერთაშორისო სადისტრიბუციო ჰოლდინგის, ERC -ს წევრი. მისი საქმიანობის სფეროა კომპიუტერული ტექნიკით და აქსესუარებით, საოჯახო ტექნიკით, საოფისე და საოჯახო საქონლით საბითუმო ვაჭრობა. დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://erc-distribution.ge/ შპს "ERC Distribution Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში. ძირითადი მოვალეობები: ** არსებული კლიენტების ბაზასთან აქტიური მუშაობა და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება; ** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა — კომპანიების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მიმართულებით; ** კომპანიის პროდუქციის შეთავაზება, კომერციული პირობების შეთანხმება და გაყიდვების განხორციელება; ** კლიენტების საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება; ** გაყიდვების გეგმებისა და დასახული მიზნების შესრულება; ** შეკვეთების მიღება, დამუშავება და მათი შესრულების პროცესის კონტროლი; ** ბაზრისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი; ** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება IT და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით; ** ახალი კლიენტების მოძიებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების უნარი; ** კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის კარგი უნარები; ** მიზანდასახულობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტიანად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; გაყიდვების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო დონეზე); ** სასურველია რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე). ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს: ** ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვების შედეგებზე მიბმულ ბონუსს; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** მრავალფეროვან პროდუქციასთან და ბიზნესპარტნიორებთან მუშაობას; ** თანამშრომლობაზე და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. გრაფიკი: 09.00-18.00 ერთი საათი შესვენებით; დასვენების დღეები: შაბათი-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები. მის. ქ.თბილისი. გ.კვიჭიძის ქ.#13ა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე hr.sakartvelo@erc.international და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"გაყიდვების მენეჯერი". გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →