← ყველა ვაკანსია

ხარჯთაღმრიცხველი

სასტუმრო Crowne Plaza Borjomi · ბორჯომი

სასტუმრო "ქრაუნ პლაზა ბორჯომი", რომელიც 2015 წლიდან არის ბაზარზე და არის ინტერკონტინეტალ სასტუმროების ჯგუფის წევრი (IHG) აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე. ლოკაცია: ბორჯომი ფუნქცია-მოვალეობები: ** ყოველდღიურად მოახდინოს MC-ში საქონლის შეტანა და გააკონტროლოს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ატვირთული ზედნადებები ერთობლივად კრედიტორული დავალიანების ბუღალტერთან. ** გაუწიოს კოორდინაცია და გააკონტროლოს საწყობის მუშაობა; შეამოწმოს საწყობის მდგომარეობა და მისი მუშაობა, განახორციელოს საწყობში არსებული დასახელებების დაუგეგმავი და მოულოდნელი დათვლა-აღწერა. ** თვის ბოლოს ჩაატაროს საწყობის ინვენტარიზაცია. ** ჩაატაროს საწყობის თვის ბოლოს დახურვის და საბუღალტრო სისტემასთან შედარების პროცედურები. ** გამოთვალოს საკვების და სასმლის რეალური ღირებულება ყოველი თვის ბოლოს, მათ შორის მენეჯერის და გასართობი ღონისძიებების ჩეკები, განსაკუთრებული (VIP) სტუმრების ტუალეტის/პირადი მოხმარების აქსესუარები. ** გამოთვალოს თანამშრომლების სასადილოს საკვებისა და სასმლის რეალური ღირებულება ყოველი თვის ბოლოს. ** მატერიალური დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში გადაამისამართოს საკითხი ფინანსურ დირექტორთან. ** ჩაატაროს სასმლის დაუგეგმავი/მოულოდნელი შემოწმებები კვებისა და სასმელების ობიექტებში და შეადაროს ლიტრაჟი მაიკროსის ქვითრებს, დიდი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში გადაამისამართოს საკითხი ფინანსურ დირექტორთან. ** იყოს ყურადღებით და მუდმივად განაახლოს შესაბამის პოლისებთ დაკავშირებული ცოდნა. ** იმოქმედოს «ქრაუნ პლაზა»-ს ეთიკის კოდექსის, შიდა საწარმოო პოლიტიკისა და სხვა შესაბამისი რეგულაციების შესაბამისად. ** აიღოს პასუხისმგებლობა დასრულებული ინვოისების კრედიტორული დავალიანების ბუღალტრისთვის დროულად მიწოდებაზე. საჭირო უნარები: ** აუცილებელია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ** უცხო ენების ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** Materials და Micros პროგრამების ცოდნა; ** აუცილებელია, სასტუმროში მუშაობის გამოცდილება. გთავაზობთ: ** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 საათი; ** განთავსება; ** კვება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მიუთითოთ subject-ში პოზიცია, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cpborjomi.com გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →