← ყველა ვაკანსია

შესყიდვებისა და პროდუქტის შერჩევის სპეციალისტი

Rooms & Residences

კომპანია Rooms & Residences აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და პროდუქტის შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე. ჩვენი კომპანია ახორციელებს სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯის, განათებისა და ობიექტების აღჭურვისთვის საჭირო პროდუქციის იმპორტს. ვთანამშრომლობთ დეველოპერულ კომპანიებთან და ვემსახურებით საცხოვრებელ, კომერციულ, სასტუმრო და სხვა ტიპის პროექტებს — პროდუქციის შერჩევიდან მიწოდებასა და მონტაჟამდე. ძირითადი მოვალეობები: ** პროექტის მოთხოვნების გაცნობა და შესაბამისი პროდუქციის მოძიება; ** უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეთავაზებების მიღება და ტექნიკური თუ კომერციული პირობების დაზუსტება; ** პროდუქციის შერჩევა ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ** ადგილობრივ ბაზარზე არსებული ანალოგიური პროდუქციის შესწავლა და ფასებისა და მახასიათებლების შედარება; ** მიღებული შეთავაზებების ანალიზი და კონკურენტუნარიანი წინადადებების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამშენებლო-მოსაპირკეთებელი და ობიექტების აღჭურვისთვის საჭირო მასალებისა და მათთან დაკავშირებული კონსტრუქციების საბაზისო ცოდნა; ** ტექნიკური მახასიათებლების გაგების, პროდუქციის იდენტიფიცირებისა და შედარების უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა მომწოდებლებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის; ** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა. უპირატესობად ჩაითვლება: ** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** შესყიდვების, იმპორტის ან უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობის გამოცდილება. info@rnr.ge

განაცხადის გაგზავნა →