← ყველა ვაკანსია

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კაბინეტი

კომპანია "კაბინეტ თბილისი"-ის გუნდი უკვე 10 წელზე მეტია რაც საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებს სთავაზობს სასურველი დიზაინითა და თანამედროვე მასალებით შექმნილ ავეჯს. გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებს გეძლევათ შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ და ენთუზიაზმით აღსავსე გუნდს - "კაბინეტ თბილისში" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს ვეძებთ! სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ავჭალა სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ანაზღაურება: ფიქსირებული (მოლაპარაკებისა და კვალიფიკაციის საფუძველზე შეთანხმებადი), დამატებით რეალიზაციის პროცენტი. ძირითადი მოვალეობები: ** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, ბაზის მოძიება/შექმნა და პერიოდული განახლება; ** პოტენციურ პარტნიორ/დამკვეთ კომპანიებთან სატელეფონო კომუნიკაცია და თანამშრომლობის შეთავაზება; ** შეხვედრების დაგეგმვა და საჭიროების შემთხვევაში კორპორატიული შეთავაზებების მომზადება; ** შოურუმში მომხმარებლების დახვედრა, საჭიროებების იდენტიფიცირება, კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის პრეზენტაცია; ** შეკვეთების მიღება, დამუშავება და შეკვეთის ჩაბარებამდე სრული ციკლის მართვა, ჩაბარების შემდგომ დამკვეთის კმაყოფილების საბაზისო კვლევა; ** კომერციული წინადადებების გაგზავნა და შემდგომი კომუნიკაცია; ** დამკვეთებთან მოლაპარაკების წარმართვა და თანამშრომლობის პირობების შეთანხმებაში მონაწილეობა; ** გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა; ** მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება; ** CRM სისტემაში ან შესაბამის ბაზაში პარტნიორებისა და დამკვეთების შესახებ ინფორმაციის განახლება; ** სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; ** კომპანიის კატალოგისა და მიმდინარე პროცესების სრულყოფილად ცოდნა; ** თვის, კვარტლისა და წლის რეპორტების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ სეგმენტთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე; ** სასურველია ავეჯის წარმოება/რეალიზაციის ან/და ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის მინიმალური დონე - Upper Intermediate; ** სასურველია დამატებით უცხო ენების ცოდნა; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office). პერსონალური უნარები: ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების უნარი. თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და ინტერესები შეესაბამება გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას, გადმოგვიგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე g.qutateladze@cabinet.ge და subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →