← ყველა ვაკანსია

გაყიდვების კონსულტანტი

Wishlist.ge · თბილისი

საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“ აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების კონსულტანტის“ პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, თბილისი მოლი, ცინცაძე და ვაჟა ფშაველას სითი მოლი ფუნქცია/მოვალეობები: მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება;ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო პირობები: ანაზღაურება: 1000 ლარი + დამატებითი ბონუსი ინდივიდუალური გაყიდვების შედეგებით.სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში;სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში.მზარდი ანაზღაურების სისტემა;ჯანმრთელობის დაზღვევა;Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →