საქმეთა მწარმოებელი
ელემენტ კონსტრაქშენი · თბილისი
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge
„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.
ადგილმებარეობა: თბისილი
მოვალეობები:
ყოველდღიურად სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება კომპანიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და წესებით.მასალებისა და აღჭურვილობის მართებული მოხმარების უზრუნველყოფა, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ნარჩენები და გაზარდოთ პროდუქტიულობა;მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემებისა და შეფერხებების აღმოფხვრა პროექტის მენეჯერთან, არქიტექტორთან, ინჟინრებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობით;ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;საშუალო ტექნიკური განათლება (სასურველია სამშენებლო მიმართულებით);საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS office)MS Project , Auto Cad, Archi Cad - პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპერატესობად.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი - სრული;ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);FitPass;ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;კომფორტულ სამუშაო გარემოს;მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2026 წლის 27 ნოემბრამდე;
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსტრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!