← ყველა ვაკანსია

ივრითულენოვანი შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი

I'm Georgia · თბილისი

ტურისტული კომპანია I`m Georgia ეძებს ივრითულენოვან შემომყვან ტურიზმის მენეჯერს. ვეძებთ პასუხისმგებელ, დეტალებზე ორიენტირებულ და ტურიზმით გატაცებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ისრაელიდან სტუმრებისთვის დაუვიწყარი ტურის შექმნაში საქართველოში. სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები: კვირა – ხუთშაბათი; სამუშაო საათები: 10:00 – 18:00; დასვენების დღეები: პარასკევი და შაბათი. მოვალეობები: ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვა;ივრითულენოვან კლიენტებთან კომუნიკაცია ებრაულ ენაზე - საწყისი ეტაპიდან ტურის დასრულებამდე;ლოჯისტიკის, სასტუმროების, ექსკურსიებისა და ტრანსფერების კოორდინაცია;ჯავშნების მართვა, ვაუჩერებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;გიდებთან, პარტნიორებთან და ადგილობრივ მომსახურე სტრუქტურებთან კომუნიკაცია;კლიენტების მხარდაჭერა ტურისტული მოგზაურობის განმავლობაში. მოთხოვნები: ებრაული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა;ორგანიზებულობა, კლიენტზე ორიენტირებულობა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;ტურიზმის სფეროში გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა გამოცდილების მქონე კანდიდატები იქნებიან პრიორიტეტული. ჩვენ გთავაზობთ: მუშაობას პროფესიონალების მეგობრულ გუნდში;სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;შესაძლებლობას, შექმნათ მაღალი ხარისხის, უნიკალური ტურისტული პროდუქტები;კონკურენტულ ხელფასსა და ბონუსების სისტემას;გრაფიკს, რომელიც ემთხვევა ისრაელის სამუშაო კვირას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: info@iamgeorgia.com.ge წერილის თემაში მიუთითეთ: „ივრითულენოვანი შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი“.

განაცხადის გაგზავნა →