გაყიდვების კონსულტანტი/წარმომადგენელი
ჩემპიონი
სპორტული მაღაზიების ქსელი "ჩემპიონი" აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების კონსულტანტი/წარმომადგენელი
ლოკაცია: თბილისი (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: 10:00-20:00 (დღეები შეთანხმებით)
ანაზღაურება: 1200 ლარიდან + ბონუსი
კომპანიის შესახებ:
სპორტული მაღაზიების ქსელი "ჩემპიონი" მომხმარებელს სთავაზობს სპორტული ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ინვენტარის ფართო ასორტიმენტს. ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ვარკეთილის ფილიალისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის თავაზიანი, ყურადღებიანი და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიაში პროდუქციის მიღება, დახარისხება და ეფექტურად მოწესრიგება;
** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის სრულყოფილი და მიმზიდველი განთავსება/ვიზუალი;
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა და მომხმარებლის მხარდაჭერა შერჩევისას.
ძირითადი მოთხოვნები:
** გამართული და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
სასურველი მოთხოვნები (უპირატესობად ჩაითვლება):
** სპორტისა და სპორტული ფეხსაცმლის/ინვენტარისადმი ინტერესი;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
რას გთავაზობთ:
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (1200 ლარიდან).
განაცხადის შევსების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: neozibzibadze130@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ: "გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი".