← ყველა ვაკანსია

მორიგე რეგისტრატორი

წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" დაარსდა 1844 წელს და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არის სტრატეგიული ობიექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მულტიპროფილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თანამედროვე ჰოსპიტალი. "წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ჟვანიას ქ. N15 სამუშაო საათები: 24 სთ მორიგეობა, 4 დღეში ერთხელ სამუშაო გამოცდილება: პოზიციაზე განიხილებიან როგორც გამოცდილი, ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი კანდიდატები. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ გარემოს; ** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** თანამედროვე ელექტრონული სისტემებითა და პროგრამებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს; ძირითადი მოვალეობები: ** ჰოსპიტალში შემოსული პაციენტის მიღება, პროგრამაში და ჯანდაცვის პორტალზე რეგისტრირება; ** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, პაციენტის ბარათის გახსნა/რედაქტირება და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად; ** მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება; ** სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა; ** შემოსულ ზარებზე დროული და კომპეტენტური პასუხი; ** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან/და სტუდენტის აქტიური სტატუსი; ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** სასურველია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე B1, სასურველია რუსული ენის ფლობა სასაუბრო დონეზე; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@mikhailovi.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება — "მორიგე რეგისტრატორი".

განაცხადის გაგზავნა →