← ყველა ვაკანსია

მიღების სუპერვაიზერი

ორი ნაბიჯი · გეზი, სოფელი გამარჯვება

"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 650-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით. "2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ. კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მიღების სუპერვაიზერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: 08:00-17:00 დასვენება - 2 დღე სამუშაო ადგილი: გეზი, სოფელი გამარჯვება ბენეფიტები: საწყობამდე ტრანსპორტირება, კვება, სამედიცინო დაზღვევა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი/არასრული უმაღლესი განათლება ** საწყობში მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება ** სასაწყობე მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ** საოფისე პროგრამების ცოდნა ** სასურველია უცხო ენების ცოდნა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მიღებისა და პროდუქციის დასაწყობების პროცესების მართვა, კოორდინაცია და კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ** მიღების გრაფიკის, ანონსებისა და დაგეგმილი მიწოდებების მონიტორინგი, შესაბამისი რესურსების დაგეგმვა და პროცესების დროული შესრულების უზრუნველყოფა; ** მიღების პროცესის ხარისხობრივი და რაოდენობრივი კონტროლი, მათ შორის პროდუქციის რაოდენობის, ვადების, შესაბამისობისა და მიღების პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა; ** მიღებული პროდუქციის პალეტიზაციის, განთავსებისა და სასაწყობე ლოკაციებზე სწორად განაწილების პროცესის კონტროლი; ** სასაწყობე ტერიტორიაზე არსებული სასტელაჟე სისტემის მუდმივი კონტროლი (დატვირთვა, განთავსების სისწორე, სტელაჟის მდგრადობა); ** სასაწყობე ტექნიკისა და ინვენტარის ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი, სამუშაო პროცესში დაზიანებებისა და გაუმართაობების დროული გამოვლენა, შესაბამისი რეაგირება და პრობლემის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; ** მომწოდებლებთან ტარას მოძრაობის აღრიცხვა, კონტროლი და რეპორტინგი; ** მიღებული პროდუქციის პროგრამული ასახვის პროცესის კონტროლი და გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრის უზრუნველყოფა; ** სასაწყობე ზონებს შორის პროდუქციის გადაადგილების პროცესის ორგანიზება და კონტროლი, რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და პროცესების შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა; ** მიღების პროცესში წარმოშობილი პრობლემებისა და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; ** მიღების პროცესების ეფექტიანობის შეფასება, ოპერაციული და მატერიალური რესურსების ეფექტური გამოყენება და ხარჯების კონტროლი, ოპერაციული რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა; ** სასაწყობე ზონებს შორის საქონლის გადაადგილების სამუშაოების დროულად, ოპტიმალური დანახარჯებითა და დადგენილი ხარისხით შესრულების უზრუნველყოფა; ** საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან და პროცესში ჩართულ სხვა მხარეებთან კომუნიკაციის წარმოება; ** მომწოდებლებისთვის გასატანი ყუთებისა და პალეტების ბრუნვის პროცესის კონტროლი, შედარების განრიგის დაცვა და აღსრულება; ** მიღების გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს პერიოდული კონტროლი (რაოდენობა, წონა, ეტიკეტირება, ანოტაცია, ვადა და ხარისხი). ** სამუშაოს ეფექტიანად შესრულებისათვის დაქვემდებარებული თანამშრომლების საჭირო ადმინისტრაციული თუ ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა; ** მიღების გუნდის მართვა, დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი; ** თანამშრომლებისთვის სამუშაო განრიგის შედგენა და სააღრიცხვო სისტემაში დასწრების კონტროლი; ** სამუშაო სივრცეში სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა; ** სამუშაო პროცესში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება; ** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მართვა და ინციდენტებზე დროული რეაგირება; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი; ** უშუალო ხელმძღვანელის არყოფნის პერიოდში მისი უფლებამოსილების ფარგლებში დაკისრებული ფუნქციების შესრულება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ როლის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/zTxCampb

განაცხადის გაგზავნა →