← ყველა ვაკანსია

მძღოლი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ

შპს "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9 განაკვეთი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები) ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის მართვა და მოვლა-პატრონობა; ** ავტომობილის სისუფთავის მუდმივი კონტროლი; ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** მართვის მოწმობა: B კატეგორია მინიმუმ 5 წელი (C კატეგორია ჩაითვლება უპირატესობად); ** გამოცდილება მძღოლის პოზიციაზე; ** თბილისის ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** პუნქტუალური; ** შრომისმოყვარე; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებული; ** ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 22 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@seu.edu.ge. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →