← ყველა ვაკანსია

კომპლექსის მენეჯერი

დორი 2026

კომპანია "დორი 2026" აცხადებს ვაკანსიას კომპლექსის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** დასუფთავების მიმართულების წარმომადგენლების მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა. ** საერთო სარგებლობის სივრცეებისთვის საჭირო მარაგების კონტროლი და მარაგების შევსების უზრუნველყოფა დასუფთავების კოორდინატორთან ერთად. ** კორპუსის საერთო ქონებისა და ინვენტარის მოვლა და კონტროლი. ** კორპუსების შიდა სივრცეებისა და კომპლექსის ტერიტორიის რეგულარული მონიტორინგი (ჩამოვლა) არსებული გაუმართაობების გამოვლენის მიზნით და დროული რეაგირება გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ** დაქირავებული თანამშრომლების და ქვეკონტრაქტორი შემსრულებლების კოორდინირებული მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი. ** გენერატორის, ლიფტების, ვენტილაციის და სხვა ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის მონიტორინგი, ქვეკონტრაქტორი კომპანიების მუშაობის გრაფიკისა და გეგმიური სამუშაოების სრულყოფილად შესრულების კონტროლი. ** ნებისმიერი გაუმართაობის შემთხვევაში, თავმჯდომარესთან და შესაბამის ტექნიკურ სპეციალისტებთან/ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან კონტაქტი და კოორდინაცია. ** ტექნიკური სამუშაოების მონიტორინგი და კონტროლი. ** ბინათმესაკუთრეთა ბაზის შექმნა და განახლება. ** მობინადრეებთან აქტიური კომუნიკაცია. ** მაცხოვრებლების მიერ ყოველთვიური მომსახურების გადახდების რეგულირება, ** ამხანაგობის საჭიროებებიდან გამომდინარე მომწოდებლების მოძიება, მათ მიერ მოწოდებული შეთავაზებების საფუძველზე ფასებისა და პირობების შედარებითი ანალიზი. ** სამეზობლოს Facebook ჯგუფებსა და სხვა საინფორმაციო არხებში პოსტებისა და შეტყობინებების განთავსება საცხოვრებელ კომპლექსში სიახლეებსა და სხვა მიმდინარე მოვლენებზე. სავალდებულო ცოდნა და უნარები: ** უმაღლესი განათლება; ** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; ** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** მოქნილობა ცვლილებების მიმართ; ** MS Office; თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ 30 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: contact@doori.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კომპლექსის მენეჯერი".

განაცხადის გაგზავნა →