← ყველა ვაკანსია

HR სპეციალისტი

2გის-თბილისი

"2გის-თბილისი" ეს არის საერთაშორისო IT კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ოპერირებს 14 ქვეყანაში და 1200-ზე მეტ ქალაქში. პლატფორმა აერთიანებს მუდმივად განახლებად რუკებს, ნავიგაციებს და საძიებო ცნობარს ერთ სივრცეში. ჩვენ ვავითარებთ 2გის-ის გუნდს თბილისში და ვემზადებით მასშტაბირებისთვის. ვეძებთ HR-სპეციალისტს, რომელიც დამოუკიდებლად წარმართავს შერჩევის პროცესებს, დაეხმარება ახალ თანამშრომლებს სწრაფ ინტეგრაციაში და უზრუნველყოფს წესრიგს საკადრო დოკუმენტაციაში. ძირითადი მოვალეობები: ** ვაკანსიების სრული ციკლის მართვა: პოზიციის პროფილის შედგენა, ძიება, სკრინინგი, ინტერვიუები, რეკომენდაციების გადამოწმება და შეთავაზების (Offer) გაკეთება. ** კომერციულ და ოპერაციულ განყოფილებებში თანამშრომლების შერჩევა შეთანხმებული გეგმის შესაბამისად. ** ადაპტაციის პროცესის ორგანიზება, გამოსაცდელი ვადის კონტროლი და უკუკავშირის შეგროვება. ** საკადრო დოკუმენტაციის წარმოება: შრომითი ხელშეკრულებები, ცვლილებები, შვებულებები, საკადრო რეესტრი, ვადები და არქივი. ** ყოველკვირეული შერჩევის ძაბრის (Funnel) და ყოველთვიური HR-ანგარიშგების მომზადება. ** დირექტორთან, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან, ბუღალტერთან და იურისტთან მჭიდრო თანამშრომლობა. ძირითადი მოთხოვნები: ** პერსონალის შერჩევის პრაქტიკული გამოცდილება (სასურველია გაყიდვების ან ოპერაციული გუნდების მასობრივი რეკრუტინგის მიმართულებით). ** საკადრო ადმინისტრირების გამოცდილება და საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა. ** ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა (საქმიანი კომუნიკაციისა და დოკუმენტაციისთვის); ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ** საოფისე პროგრამებთან და ცხრილებთან მუშაობის უნარი, HR-ძაბრის, ვადებისა და კონფიდენციალური მონაცემების მართვის კომპეტენცია. ** დამოუკიდებლობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტაცია და ხარისხიან შერჩევაზე ორიენტირებულობა (და არა მხოლოდ დახურული პოზიციების რაოდენობაზე). სამუშაო პირობები და ანაზღაურება: სამუშაო გრაფიკი: სრული ფიქსირებული ანაზღაურება: 2 000 ლარი (Net) ყოველთვიური პრემია KPI-ის მიხედვით: 500 ლარამდე + კვარტალური პრემია. სამუშაო ადგილი: თბილისი. ბიზნეს ცენტრი "ატრიუმი". გსურთ გახდეთ "2GIS თბილისი"-ს პროფესიონალური გუნდის ნაწილი? გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მოკლე ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: საშუალოდ რამდენ ვაკანსიას ხურავდით თვეში? რა ტიპის საკადრო დოკუმენტაციას აწარმოებდით? გაქვთ თუ არა საქართველოს შრომის კანონმდებლობასთან მუშაობის გამოცდილება? (მოკლე აღწერა) info@tbilisi.2gis.ge

განაცხადის გაგზავნა →