← ყველა ვაკანსია

გაყიდვების კონსულტანტი

Gamers.ge

Gamers • გეიმერს ეძებს გაყიდვების კონსულტანტს. გაინტერესებს კომპიუტერები, გეიმინგი და ტექნიკა? შეგიძლია მომხმარებელს მოუსმინო, პროდუქტი გასაგებად აუხსნა და შესაფერისი ვარიანტი შეურჩიო? მაშინ შემოუერთდი ჩვენს გუნდს. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლების კონსულტაცია მაღაზიაში, ტელეფონითა და ონლაინ მიმოწერით ** კომპიუტერების, ნაწილებისა და გეიმინგ აქსესუარების შერჩევაში დახმარება საჭიროებისა და ბიუჯეტის მიხედვით ** მარაგისა და ფასების გადამოწმება, შეკვეთების მომზადება და გაყიდვების აღრიცხვა ** განცხადებების დამატება და განახლება gamers.ge-სა და MyMarket-ზე ** პროდუქციის დალაგება და დავალებების დროულად შესრულება რას ველით შენგან: ** კომპიუტერის ნაწილებისა და გეიმინგ აქსესუარების საბაზისო ცოდნას ** მომხმარებელთან თავაზიან და გასაგებ ურთიერთობას ** კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობასა და საჭირო ინფორმაციის სწრაფად მოძებნას ** პუნქტუალურობას, სიზუსტესა და პასუხისმგებლობას უპირატესობაა ტექნიკის გაყიდვის გამოცდილება და რუსული ენის ცოდნა. ხელფასი: 1 200 ლარიდან გრაფიკი: კვირაში 5 დღე; ორშ-პარ 11:00-20:00, შაბ-კვ 12:00-18:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი 53ბ დაგაინტერესა? გამოგვიგზავნე CV ან მოკლედ მოგვიყევი შენი გამოცდილებისა და უნარების შესახებ: info@gamers.ge წერილის სათაურში მიუთითე: "გაყიდვების კონსულტანტი".

განაცხადის გაგზავნა →