← ყველა ვაკანსია

კომპიუტერული ტექნიკოსი

Gamers.ge

Gamers • გეიმერს ეძებს კომპიუტერულ ტექნიკოსს. თუ კომპიუტერების აწყობა, დიაგნოსტიკა და გამართვა შენი საქმეა, შემოუერთდი Gamers.ge-ს გუნდს. ვეძებთ ადამიანს, რომელიც ტექნიკას ფრთხილად ეპყრობა, პრობლემის მიზეზს არკვევს და საკუთარ ნამუშევარს თავად ამოწმებს. ძირითადი მოვალეობები: ** კომპიუტერების აწყობა და განახლება კომპონენტების თავსებადობის გათვალისწინებით ** კომპიუტერების, ცალკეული ნაწილებისა და პერიფერიის დიაგნოსტიკა და ტესტირება ** წმენდა, თერმოპასტის შეცვლა და გაგრილების სისტემების მომსახურება ** Windows-ის, დრაივერებისა და საჭირო პროგრამების დაყენება და გამართვა ** მეორადი და Trade-in ტექნიკის შემოწმება: მდგომარეობის, მახასიათებლებისა და ხარვეზების ზუსტი აღწერა ** ტექნიკის გასაყიდად მომზადება და მომხმარებლისთვის გადაცემამდე საბოლოო კონტროლი ** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და განცხადებებისთვის ტექნიკური მონაცემების შედგენა რას ველით შენგან: ** კომპიუტერის აწყობისა და გაუმართაობის დიაგნოსტიკის პრაქტიკულ ცოდნას ** კომპონენტების თავსებადობისა და მუშაობის პრინციპების გაგებას ** სატესტო პროგრამებთან მუშაობისა და შედეგების შეფასების უნარს ** პუნქტუალურობასა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას უპირატესობაა გეიმინგ კომპიუტერებთან და მეორად ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება. ხელფასი: 1 200 ლარიდან გრაფიკი: კვირაში 5 დღე; ორშ-პარ 11:00-20:00, შაბ-კვ 12:00-18:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი 53ბ დაგაინტერესა? გამოგვიგზავნე CV ან მოკლედ მოგვიყევი შენი გამოცდილების შესახებ და დაწერე, რომელ სამუშაოებს ასრულებ დამოუკიდებლად: info@gamers.ge წერილის სათაურში მიუთითე: "კომპიუტერული ტექნიკოსი".

განაცხადის გაგზავნა →