საწყობის აღმრიცხველის დამხმარე
ვეიპ რუმი · ბათუმი
"ვეიპ რუმი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღმრიცხველის დამხმარეს თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის 39;
სამუშაო გრაფიკი: 10:00-16:00 სთ (საჭიროებისამებრ, სამუშაო დღის ბოლომდე დარჩენა);
ანაზღაურება: 1000 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მაღაზიებისა და სადისტრიბუციო ქსელიდან მიღებული შეკვეთების მომარაგებაში მონაწილეობა;
** საწყობში მიღებული მარაგების მითვლაში მონაწილეობა;
** იმპორტის პროდუქციის აღრიცხვაში მონაწილეობა;
** მარაგების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
** პროდუქციაზე შტრიხკოდების დატანაში მონაწილეობა;
** უკანმობრუნებული და დეფექტური პროდუქციის მითვლაში მონაწილეობა;
** კოორდინაცია საწყობის თანამშრომლებთან და მენეჯერთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლიანობა.
რას გთავაზობთ:
** სტაბილური სამუშაო გარემო;
** სასიამოვნო და მეგობრული გუნდი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@vaperoom.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 90 27 96.