← ყველა ვაკანსია

მენეჯერი

სასტუმრო მწვანე ცხვარი · ყაზბეგი

Green Sheep Hotel - ბუტიკ-სასტუმრო ყაზბეგში - ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობას და იზრუნებს მის განვითარებაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობის მართვა; ** OTA პლატფორმების (Booking.com, Expedia და სხვ.) მართვა; ** შემომყვან ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობა და თანამშრომლობის განვითარება; ** ჯავშნების მართვა და სტუმრებთან კომუნიკაცია; ** თანამშრომლების კოორდინაცია და მომსახურების ხარისხის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** OTA პლატფორმების მართვის პრაქტიკული გამოცდილება; ** შემომყვან ტურისტულ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. სამუშაო გრაფიკი: ** სამუშაო ფორმატი: ადგილზე, სასტუმროში; ** დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე რას გთავაზობთ: ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** საცხოვრებლით უზრუნველყოფას; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობას; ** ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV: greensheepkazbegi@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →