← ყველა ვაკანსია

შეფ დე პარტიე

Royal Tulip Hotel

"Royal Tulip Hotel & Casino" აცხადებს ვაკანსიას Chef de Partie-ის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის მიღებისა და ჩამოწერის პროცესის კონტროლი; ** სამზარეულოს აღჭურვილობის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება; ** კულინარიული ნაწარმის მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად; ** თითოეული კერძის ხარისხის, ულუფის მოცულობისა და ტემპერატურის კონტროლი სამზარეულოდან გატანამდე; ** სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა გუნდთან თანამშრომლობით; ** ახალი თანამშრომლებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და მათი გადამზადების პროცესში აქტიური მონაწილეობა. მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი; სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10; ** ანაზღაურება: 1800 ლარი; ** სამუშაო განაკვეთი: 2/2 (დღის და ღამის ცვლები); ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კვებით უზრუნველყოფა. დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com ასევე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →