მოლარე-ოპერატორი
ჯეო დეკორი
შპს "ჯეო დეკორი", რომელიც 2010 წლიდან საქმიანობს ავეჯის მასალების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში, აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ეველინა თავაძის ქ. №12ზ (ყოფილი ფეიქართა ქუჩა)
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი;
** ანაზღაურება სწავლის პერიოდში: 1300 ლარი;
** ანაზღაურება სწავლის დასრულების შემდეგ: 1750 ლარი;
** კომპანია უზრუნველყოფს "1C ბალანსის" პროგრამის ადგილზე სწავლებას. წინასწარი ცოდნა სავალდებულო არ არის.
ძირითადი მოვალეობები:
** მონაცემების შეყვანა და დამუშავება;
** პროდუქციის აღრიცხვა;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მოწესრიგება;
** ყოველდღიური საოპერაციო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და სწავლის სურვილი.
განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: l.jintcharadze@geodecor.ge და სათაურის ველში მიუთითონ "მოლარე-ოპერატორი".
ტელ: 551740947