← ყველა ვაკანსია

ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ჰიპერმარკეტი Domino · თბილისი

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე დიღმის ფილიალში. ძირითადი მოვალეობები: ტექნიკური სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;კომპანიის საკუთრებაში მყოფი მოძრავი ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა;საინჟინრო სისტემების (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, ელექტრობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია) სამონტაჟო და ტექნიკური სამუშაოების ზედამხედველობა;ავარიული სიტუაციების შემთხვევაში მყისიერი ღონისძიებების გატარების ორგანიზება;ტექნიკური სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;დირექტორის მხრიდან სხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით;მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;საოფისე პროგრამების ცოდნა;დროის მენეჯმენტი და გუნდის მართვის უნარი;საქმიანობის პრიორიტეტულობის მიხედვით დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;მოქნილობა და ოპერატიულობა;მაღალი კორპორატიული კულტურა; ჩვენ გთავაზობთ: გრაფიკი: 5 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება;სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).FitPass; თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xMF9Uzhe

განაცხადის გაგზავნა →