← ყველა ვაკანსია

ტრენინგი - ადვოკატის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და პროფესიული საქმიანობის ორგანიზება

თბილისის სამართლის სკოლა · თბილისი

თბილისის სამართლის სკოლა და ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიურო აცხადებს მიღებას მოქმედი იურისტებისა და ადვოკატებისთვის სასწავლო პროგრამაზე „ადვოკატის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და პროფესიული საქმიანობის ორგანიზება“. დასახელება: ადვოკატის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და პროფესიული საქმიანობის ორგანიზება Provider: თბილისის სამართლის სკოლა Type: ტრენინგები· Deadline: 03.11.2026 პროგრამა მოიცავს თორმეტ 2-საათიან ინტენსიურ სესიას, რომელიც მიმართულია ადვოკატებსა და იურისტებში შემდეგი უნარების განვითარებაზე: კლიენტთან ურთიერთობა: პირველი შეხვედრის დაგეგმვა და განხორციელება, ფაქტებისა და კლიენტის შეხედულებების გამიჯვნა, კლიენტის მოლოდინების მართვა, საქმის სამართლებრივი და პრაქტიკული რისკების იდენტიფიცირება;მომსახურების საფასურის განსაზღვრა: ჰონორარის სხვადასხვა მოდელის გამოყენება, ხარჯებისა და ანაზღაურების წესის შეთანხმება;პროფესიული კომუნიკაცია: კლიენტისთვის საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პროფესიული წერილებისა და ანგარიშების მომზადება, მოლაპარაკება და მეორე მხარესთან კომუნიკაცია;სასამართლოში გამოსვლა: ზეპირი პოზიციის ლაკონურად და სტრუქტურირებულად ჩამოყალიბება, მოსამართლის კითხვებზე რეაგირება;ხელოვნური ინტელექტის (AI) ეფექტური და ეთიკური გამოყენება საადვოკატო საქმიანობაში;რეკლამა, როგორც საადვოკატო საქმიანობის ორგანიზების საშუალება და არა კლიენტის მოპოვების არასწორი გზა. პრაქტიკული სწავლება: რეალური შემთხვევების (ქეისების) განხილვა, პროფესიული სიტუაციების მოდელირება, AI ინსტრუმენტებთან მუშაობა და ინდივიდუალური უკუკავშირი. მიღებული ცოდნა გამოგადგებათ ყოველდღიურ პრაქტიკაში - ახალი კლიენტის მიღებისას, ჰონორარის შეთანხმებისას, საქმის წარმართვისას, სასამართლო სხდომისთვის მომზადებისას და საკუთარი პრაქტიკის ორგანიზებისას. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატი. პროგრამას გაუძღვება ზვიად კორძაძე – ადვოკატი 30-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველი პარტნიორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე. დაწყება: 5 ნოემბერი, 2026 შეხვედრები: ორშაბათს და ხუთშაბათს, 20:00 საათზე ადგილი: თბილისი, პეკინის გამზირი 36ა, II სართული საფასური: 1400 ლარი ფასდაკლება: 31 ოქტომბრის ჩათვლით (23:59 საათამდე) რეგისტრირებული მონაწილეებისთვის [– 20%], ანუ საფასური 1120 ლარი რეგისტრაციის ბოლო ვადა: 3 ნოემბერი, 2026 მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაცია: https://forms.gle/KA5EVd1FBGHg4e45A დამატებითი ინფორმაცია: info@tbilisilawschool.ge, ტელ.: +995 592 00 14 20 https://www.facebook.com/TbilisiLawSchool სკოლის შესახებ თბილისის სამართლის სკოლა 2016 წელს დაარსდა იურიდიულ სფეროში მოღვაწე პროფესიონალი იურისტების მიერ. სკოლა მოქმედ იურისტებსა და ადვოკატებს სთავაზობს უწყვეტ პროფესიულ სწავლებას – პროფესიული უნარების დახვეწასა და ცოდნის რეგულარულ განახლებას. სკოლის პარტნიორები არიან: „კორძაძის საადვოკატო ბიურო“ და „ზვიად კორძაძის გამომცემლობა“.

განაცხადის გაგზავნა →