← ყველა ვაკანსია

კომპიუტერული ტექნიკის B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი

ELEMENT.GE

"ELEMENT.GE" - კომპიუტერული ტექნიკის წამყვანი ონლაინ მაღაზია, რომელიც ორიენტირებულია ბიზნეს სექტორის ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაზე, აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული ტექნიკის B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კორპორატიული კლიენტებისგან მიღებული მოთხოვნების დამუშავება, მათი ბიზნეს საჭიროებების დეტალური ანალიზი და ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტილების შეთავაზება; ** კომერციული წინადადებების მომზადება ბიუჯეტისა და ვადების გათვალისწინებით; ** მოლაპარაკებების წარმოება, გარიგების დახურვა და მიწოდების პროცესის კოორდინაცია ლოჯისტიკის გუნდთან ერთად; ** პოტენციური დამკვეთების იდენტიფიცირება და მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება; ** კერძო სექტორის ტენდერების პლატფორმების მონიტორინგი, სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზი და კონკურენტული წინადადებების მომზადება; ** გრძელვადიანი, ნდობაზე დამყარებული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება როგორც კლიენტების წარმომადგენლებთან (შესყიდვების მენეჯერები, IT დირექტორები), ისე მომწოდებლებთან/ვენდორებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კომპიუტერული ტექნიკის, კომპონენტებისა და პერიფერიების სიღრმისეული ცოდნა (აუცილებელია); ** B2B გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (IT სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** სახელმწიფო და კერძო ტენდერებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** ენების ცოდნა: ქართული (გამართულად), ინგლისური (ტექნიკურ დონეზე). პიროვნული უნარები: ** მოლაპარაკების და დარწმუნების ძლიერი უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება; ** დამოუკიდებლად შესაძლებლობების ძიებისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა. პირობები: ** ფიქსირებულ ანაზღაურებას + KPI ბონუსს გაყიდვებიდან (ბონუსური სისტემა, რომელიც პირდაპირპროპორციულია შედეგებთან); ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: jobs@element.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი". ბოლო ვადა: 10 ნოემბერი

განაცხადის გაგზავნა →