← ყველა ვაკანსია

ლოგისტიკის სპეციალისტი

Foodtech

შპს "სანგი" (სამზარეულო ტექნიკის მაღაზია "Foodtech") აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი განაკვეთი: სრული, 2 დღე დასვენება მოვალეობები: ** მომწოდებლებთან ლოჯისტიკური პროცესის დაგეგმვა; ** შეკვეთის განთავსება და პროდუქციის ჩამოსვლის ვადის კონტროლი; ** მომწოდებლებისგან ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის წინასწარ გამოთხოვა და მოწოდებული დოკუმენტაციის სისწორის მონიტორინგი; ** სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველყოფა და კონტროლი; ** იმპორტის დოკუმენტაციის მომზადება განბაჟების პროცედურებისთვის და ტვირთის დეკლარირება; ** დაზიანებული, დეფექტიანი პროდუქტის გამოვლენა, პრობლემის აღმოფხვრა და ზიანის ანაზღაურებაზე მუშაობა სატრანსპორტო კომპანიასთან; ** განბაჟებისა და გადარიცხვების უზრუნველყოფა, ბუღალტერიასთან კოორდინაცია დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნისას; ** შესყიდვების მონიტორინგი; ** გადაზიდვების რეპორტის მომზადება; ** უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით; ** MS Office; ** ASYCUDA; ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@foodtech.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "ლოგისტიკა". ანაზღაურება: 3000 განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი, 2026 გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →