მძღოლი
ქართველი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ქართველი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** სასურველია უსაფრთხოების, დაცვის ან ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება;
** ასაკი: 35+;
** სასურველია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** თბილისის ქუჩებისა და საქართველოს რეგიონალური მარშრუტების კარგად ცოდნა.
მოვალეობები:
** კომპანიის დამფუძნებლის/დირექტორის და მისი სტუმრების გადაადგილების/ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** ტრანსპორტირებისთვის გადაცემული დოკუმენტაციისა და სამსახურებრივი საჭიროებისთვის განკუთვნილი ნივთების დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ მიტანა;
** სამსახურებრივი დავალებების შესრულება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტისა და განრიგის შესაბამისად;
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის, გამართულობისა და სისუფთავის კონტროლი;
** ავტომობილის გეგმური ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საჭიროების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** კომპანიის შიდა წესების, შრომის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნების დაცვა;
** კომპანიის ავტომობილის უსაფრთხო მართვა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 2 დღე დასვენება);
სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი
ლოკაციის სანახავად გადადით ლინკზე: https://maps.app.goo.gl/61h6PWC9RGAwabjg7; https://lnkd.in/dAYEFpg8
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kartveli.ge. საგნის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 29.11.2026