← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

ნიმბი

მეღვინეობა "ნიმბი" ეძებს გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე, პარტნიორებთან ეფექტურ თანამშრომლობაზე და ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებაზე. "ნიმბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 19:00-მდე; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულება. ** მაღაზიებთან, რესტორნებთან, სადისტრიბუციო და ჰორეკა ქსელებთან თანამშრომლობა. ** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება და გამყარება. ** ახალი პარტნიორების მოძიება და კონტრაქტების გაფორმება. ** პროდუქციის წარდგენა, დეგუსტაციების ორგანიზება და ბრენდის ცნობადობის გაზრდა. ** გაყიდვების გეგმების შესრულება და KPI მაჩვენებლების კონტროლი. ** ფასების პოლიტიკის მართვა და კომერციული შეთავაზებების მომზადება. ** კონკურენტების ანალიზი და ბაზრის ტენდენციების შესწავლა. ** საერთაშორისო გამოფენებსა და ღვინის ფესტივალებში მონაწილეობა. ** დებიტორული დავალიანებების მართვა. ** რეგულარული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან: გაყიდვების მაჩვენებლები, პროგნოზები და ანალიზი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით) ** ღვინის გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ** საოფისე პროგრამების ცოდნა; პიროვნული უნარები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები; ** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა და გაყიდვების მიზნებზე კონცენტრაცია; დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: t.kakulia@nimbi.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →