← ყველა ვაკანსია

მოლარე-ოპერატორი

ბრავიტონი · ბათუმი

კომპანია "ბრავიტონი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. შ.პ.ს. ბრავიტონი სამშენებლო მასალების ერთერთი უმსხვილესი იმპორტიორია დასავლეთ საქართველოში უკვე 27 წელია. ჩვენ პროდუქცია შემოგვაქვს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან და გვიმუშავია როგორც მცირე, ისე მსხვილ პროექტებზე. მუშაობის გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00 - 18:00 (შესვენება 13:00-14:00) მისამართი: ბათუმი, ლეონიძის 25ა/ორბელიანის 24 ანაზღაურება: 1200 ლარი გამოსაცდელი ვადა: 1 თვე ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და მეგობრულ გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ადგილზე კვებას. ფუნქცია-მოვალეობები: ** შეკვეთების მიღება; ** სალარო ოპერაციების წარმოება; ** ფულის მოძრაობის კონტროლი და პროგრამულად ასახვა; ** ყოველდღიურად წარმოებული ნავაჭრის ჩაბარება ნაღდი ფულის სახით; ** კლიენტებთან ურთიერთობა; ** ზედნადების გაწერა. ** ხელმძღვანელის მიერ დავალებული სამუშაოს შესრულება; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობიანი; ** პუნქტუალური; ** კომუნიკაბელური; ** გუნდურად მუშაობის უნარი. განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნა: ** მოლარე/ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; ** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად; ** MS Office პროგრამების ცოდნა; ** Fina-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად. ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr@braviton.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →