← ყველა ვაკანსია

ფილიალის მენეჯერი

BlueTabla · ბათუმი

ბლუტაბლა ქმნის სახლის აქესესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული ინარჩუნებს მთავარ იდეას - ქართული სახასიათო დიზაინის შექმნასა და მათ ყოველდღიურობაში დამკვიდრებას. ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ფიტპასის მომსახურებას; ** ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 1000-1500 ლარი ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე ** სამუშაო ადგილი: ბათუმი (გრანდ მოლი) მოთხოვნები: ** მომსახურების/ვაჭრობის სფეროში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. მოვალეობები: ** მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ** გაყიდვების ზრდა; ** ფილიალის თანამშრომლების ტრენინგი და მართვა; ** მომხმარებლებთან ურთიერთობა; ** ვიზუალური მერჩენდაიზინგი (პროდუქციის ფილიალში განთავსება); ** მარაგების კონტროლი; ** საბუღალტრო პროგრამაში ოპერაციების შესრულება; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მეილზე career@bluetabla.ge და გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "ფილიალის მენეჯერი-ბათუმი".

განაცხადის გაგზავნა →