დამწყები ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
Cnick
ქართული ინოვაციური სტარტაპი "კნიკი" აცხადებს ვაკანსიას დამწყები ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
"კნიკი" აწარმოებს და ავითარებს ჭკვიან სამკაულებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით იყიდება.
კომპანიის ვებგვერდი: http://www.cnick.io
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი
სამუშაოს მიმოხილვა:
კნიკში ვეძებთ დეტალებზე ორიენტირებულ და ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ხარისხის კონტროლის სპეციალისტს, რომელიც შეამოწმებს წარმოებული პროდუქტის ხარისხს სტანდარტების შესაბამისად.
გამოცდილება არ მოითხოვება, საქმიანობას ადგილზე შეგასწავლით.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის სტანდარტების შესაბამისად შემოწმება;
** კონტროლის შედეგების სისტემაში დაფიქსირება;
** პრობლემური შემთხვევების ინჟინერთან განხილვა.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიებისადმი ინტერესი.
რას გთავაზობთ?
** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (ხელზე);
** უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hiring@cnick.io და გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.