← ყველა ვაკანსია

თარჯიმანი

Geo Consulting

საპროექტო/საზედამხედველო კომპანია "Geo Consulting" აცხადებს ვაკანსიას თარჯიმნის პოზიციაზე. ორგანიზაციის ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო დრო: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ** პროექტის ფარგლებში გასაცვლელი დოკუმენტაციის თარგმნა ქართულიდან ინგლისურად და პირიქით; ** პროექტის მიმდინარეობისას თანამშრომლებთან, დამკვეთებთან და სხვა მხარეებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ** სინქრონული თარგმანი შეხვედრების დროს (ქართულიდან ინგლისურად და პირიქით); ** თარგმნილი დოკუმენტების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში რედაქტირება; ** ხელმძღვანელის ან დამკვეთის მიერ მიწოდებული მასალების თარგმნა; ** დოკუმენტაციის თარგმნა პროექტირების სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას; ** საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაო ჯგუფთან ერთად გასვლა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალურად და წერილობით); ** თარგმნის გამოცდილება ტექნიკურ ან საინჟინრო კონტექსტში (უპირატესობად ჩაითვლება); ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ყურადღება დეტალების მიმართ; ** მოქნილობა და სხვადასხვა სამუშაო ფორმატზე სწრაფად ადაპტაციის უნარი. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: geoconsulting.hr@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →