← ყველა ვაკანსია

ტექნიკოსი

ტექნოლაინი

შპს "სერვის ცენტრი ტექნოლაინი" მობილური ტელეფონების და ციფრული ტექნიკის სერვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე: (სპეციალიზაცია: რობოტი მტვერსასრუტების დიაგნოსტიკა და შეკეთება) ძირითადი მოვალეობები: ** რობოტი მტვერსასრუტების დიაგნოსტიკა, დაზიანების მიზეზის დადგენა და შეკეთება; ** ძრავის, ფილტრების, ბატარეის, ელექტრონული და მექანიკური კვანძების/ნაწილების შეცვლა, აღდგენა და რეგულირება; ** შეკეთებული მტვერსასრუტების ტესტირება და ხარისხის შემოწმება ჩაბარებამდე; ** ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება; ** კომპანიაში დადგენილი მომსახურებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვა; ** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი; ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ** ელექტროობისა და მექანიკური პრინციპების კარგი ცოდნა, მტვერსასრუტების აგებულების გაცნობა. ** შესაბამის ხელსაწყოებთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ** ორგანიზებულობა, დეტალებზე ყურადღება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ანაზღაურება: ** გამომუშავებით (გარანტირებული მინიმუმი 1500 ლარი + ბონუსი გამომუშავების მიხედვით) ** ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV თანდართული ფოტოსურათით მისამართზე: vacancy@technoline.ge და მეილის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, რაზეც აგზავნით განაცხადს. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული მის:თბილისი, სულხან ცინცაძის 58 ტელ: 0322 30 40 80

განაცხადის გაგზავნა →