← ყველა ვაკანსია

პრომოუტერი

პოლიპრომი · ქუთაისი

სამშენებლო სექტორში მოქმედი კომპანია "პოლიპრომი" უკვე 10 წელია წამყვანი ევროპული ბრენდების - Soudal, Diager, Samedia, Index ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ქუთაისის "დომინოს" ფილიალში. სამუშაო პირობები: ** კვირაში 5 დღე, 10-დან 5 საათამდე (1სთ შესვენება) ** ანაზღაურება: 1000 ლარი ** გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე; ** ულიმიტო სასაუბრო დრო; ** სამედიცინო დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდგომ) ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა; ** პროდუქციის მახასიათებლების, უპირატესობებისა და გამოყენების სფეროების გაცნობა; ** მომხმარებლის საჭიროების მიხედვით შესაბამისი პროდუქციის შერჩევაში დახმარება; ** თაროებისა და სტენდის მოწესრიგება და პროდუქციის სათანადოდ განთავსება; ** პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი; ** საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშის დროულად მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის. ძირითადი მოთხოვნები: ** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სიახლეების სწრაფად ათვისებისა და სწავლის მზაობა; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი; ** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შესწავლისა და მომხმარებლისთვის სწორად მიწოდების უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მითითებულ მეილზე: info@polyprom.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის გაგზავნა →