← ყველა ვაკანსია

წარმოების პროცესების და ადმინისტ. ოპერაციების კოორდინატორი

ელთიბი · ავჭალა

წარმოების პროცესების და ადმინისტრაციული ოპერაციების კოორდინატორი ავჭალის სამღებრო საწარმოში. კომპანია ელთიბი — საქართველოში ავეჯის ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, 21-წლიანი გამოცდილებით, მკაფიო სტრატეგიული ხედვითა და სტაბილური განვითარების ტრაექტორიით — ეძებს წარმოების პროცესების და ადმინისტრაციული ოპერაციების კოორდინატორს კომპანიის ერთ-ერთ საწარმოო მიმართულებაში — სამღებრო პალიტრის საწარმოში. პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელიც ხედავს საკუთარ თავს მზარდ ორგანიზაციაში, მზად არის პასუხისმგებლობის აღებისთვის და სურს ჩართულობა რეალურ, შედეგზე ორიენტირებულ პროცესებში. ფუნქცია მოვალეობები: ** სამღებრო პალიტრის საწარმოში მიმდინარე წარმოების პროცესების ყოველდღიური კოორდინაცია; ** საწარმოო და ადმინისტრაციულ გუნდებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ** პროდუქციის ნაკადების, ვადებისა და ოპერაციული პროცესების მონიტორინგი; ** შიდა ოპერაციული დოკუმენტაციისა და ანგარიშგების ორგანიზება; ** საოპერაციო და ადმინისტრაციული საკითხების მხარდაჭერა; ** პროცესების სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ოპერაციული და ადმინისტრაციული კოორდინაციის მიმართულებით გამოცდილება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარები; ** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა; ჩვენ გთავაზობთ: ** მუშაობას ავეჯის ინდუსტრიის ლიდერ კომპანიაში, მკაფიო განვითარების სტრატეგიით ** პროფესიული ზრდისა და გრძელვადიანი კარიერული განვითარების შესაძლებლობას ** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე (CV) vacancy@ltb.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება; "წარმოების პროცესების და ადმინისტრაციული ოპერაციების კოორდინატორი".

განაცხადის გაგზავნა →