გაყიდვების მრჩეველი, მტვირთავი, მძღოლი-მტვირთავი
Vestel · თბილისი, ბათუმი
შპს "მატექს ჯორჯია" - "VESTEL"-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიებს გაყიდვების მრჩევლის, ასევე მტვირთავის და მძღოლი-მტვირთავის პოზიციებზე.
1. გაყიდვების მრჩეველი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი - წერეთლის "გორგია" და გლდანი, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
** გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით, ჯამში 40 საათი;
** მაღაზიის სამუშაო საათები: 10:00-20:00.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის მახასიათებლებისა და შესაძლებლობების შესწავლა;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** გაყიდული პროდუქციის შემოწმება და სათანადოდ შეფუთვა;
** მომხმარებლისთვის საგარანტიო პირობების გაცნობა;
** მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** პროდუქციის სწორად განთავსებასა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** მაღაზიის მენეჯერის სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოტივაცია და განვითარების სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიკურ გუნდს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
როგორ მოგვმართოთ:
** CV გამოგზავნეთ: hr@mateks.ge;
** საკონტაქტო ნომერი: 577 18 14 96;
** გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ფოტოსურათით;
** ელ. ფოსტის Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. Subject-ის გარეშე გამოგზავნილი კანდიდატურები არ განიხილება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების მიზნებისთვის.
2. მტვირთავი<, მძღოლი-მტვირთავი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №21;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ყოველთვიური ხელფასი 1 000-1 500 ლარი. საბოლოო ანაზღაურება შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და პოზიციის მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი:
** გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით, ჯამში 40 საათი;
** ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
** შაბათი: 10:00-16:00;
** კვირა: დასვენების დღე.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან მესამე თვეს;
** მეგობრულ გუნდსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კორპორაციულ შეღავათებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@mateks.ge
შემოგვიერთდით "Mateks Georgia"-ს გუნდში!
როგორ მოგვმართოთ:
** CV გამოგზავნეთ: hr@mateks.ge;
** საკონტაქტო ნომერი: 577 18 14 96;
** ელ. ფოსტის Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. Subject-ის გარეშე გამოგზავნილი კანდიდატურები არ განიხილება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების მიზნებისთვის.