← ყველა ვაკანსია

იმპორტის მენეჯერი

ვიტა სანა · თბილისი

შპს „ვიტა სანა“ აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე. „ვიტა სანა“ სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების მომწოდებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო ბრენდების პროდუქციას სთავაზობს. ძირითადი მოვალეობები: ადგილობრივ გადამზიდავ კომპანიებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;იმპორტის პროცესების დაგეგმვისა და კოორდინაციის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია;საერთაშორისო გადაზიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;საბაჟო პროცედურების ელექტრონულად წარმოება;იმპორტირებული პროდუქციის საბაჟო ღირებულების გაანგარიშება;იმპორტირებული პროდუქციის შესახებ მონაცემების კომპანიის სააღრიცხვო პროგრამაში ასახვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოგისტიკის, საერთაშორისო ვაჭრობის ან შესაბამისი მიმართულებით;იმპორტის, ლოგისტიკის ან საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;საბაჟო პროცედურებისა და იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ცოდნა;საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიანი კომუნიკაციის უნარი;საოფისე პროგრამების (MS Office), განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა;ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;დროის ეფექტურად მართვის უნარი. ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზრაურება: 1500 (დარიცხული/Gross) ლარი + ბონუსი. დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით); მისამართი: თბილისი, ლევან რჩეულიშვილის N5 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xOFqwpY

განაცხადის გაგზავნა →