მთავარი ბუღალტერი
სამშენებლო კომპანია Giko · თბილისი
სამშენებლო კომპანია შპს „გიკო“ აცხადებს ვაკანსიას: მთავარი ბუღალტერისამუშაო ადგილი: თბილისი, გაბაშვილის ქუჩა (მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ)სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (10:00-დან 18:00 საათამდე)
ძირითადი მოვალეობები:კომპანიის სრული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და შემოსავლების სამსახურის პორტალზე (rs.ge) დროული დეკლარირება;სამშენებლო პროექტების მიმდინარე ხარჯების კონტროლი;სალაროსა და საბანკო ტრანზაქციების მართვა და კონტროლი;ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;სახელმწიფო სტრუქტურებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და აუდიტორულ კომპანიებთან ურთიერთობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (სამშენებლო/დეველოპერულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად);საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;საბუღალტრო პროგრამების და MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) მაღალ დონეზე ფლობა;ACCA-ს სერტიფიკატის ფლობა (სრულად ან ნაწილობრივ) ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად (კანდიდატთან შეთანხმებით).განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: giorgi@giko.ge გთხოვთ, წერილის თემის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – "მთავარი ბუღალტერი". დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 799 097