← ყველა ვაკანსია

ვებ კონტენტ მენეჯერი

საქართველოს უნივერსიტეტი · თბილისი

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ვებ კონტენტის მენეჯერის პოზიციაზე. პოზიციის მიზანი საქართველოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე ინფორმაციის დროული განთავსება და განახლება, სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია და ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტისა და აქტუალურობის უზრუნველყოფა. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან ვებგვერდისთვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და შეგროვებამიღებული ინფორმაციის სტილისტური და ენობრივი დამუშავებავებგვერდზე ინფორმაციის ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსება და განახლებავებგვერდზე არსებული ინფორმაციის პერიოდული გადამოწმება და მოძველებული მონაცემების განახლებავებგვერდზე სიახლეების, განცხადებების, სასწავლო პროგრამებისა და სხვა საინფორმაციო მასალების დამუშავება და განთავსებაქართულ და ინგლისურენოვან ვერსიებში ინფორმაციის შესაბამისობის უზრუნველყოფავებგვერდზე ინფორმაციის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაციაკონტენტის განთავსებისას გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების შესახებ შესაბამისი პირების ინფორმირებავებგვერდების ნახვების, მომხმარებელთა ქცევის, პოპულარული და ნაკლებად გამოყენებული გვერდების და სხვა შესაბამისი მაჩვენებლების მონიტორინგივებგვერდის ანალიტიკის პერიოდული წარმოება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება საკვალიფიკაციო მოთხოვნები განათლებაუმაღლესი განათლება (სასურველია) სამუშაო გამოცდილება სასურველია ვებგვერდის ადმინისტრირების, კონტენტის მართვის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებავებგვერდის კონტენტის მართვის სისტემებთან (CMS) მუშაობის გამოცდილება პროფესიული უნარები ქართული ენის გამართული წერითი კომუნიკაციისა და ტექსტის რედაქტირების უნარიინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზეინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ორგანიზების უნარივებგვერდზე ტექსტური და ვიზუალური მასალების განთავსების საბაზისო ცოდნა ან შესაბამისი სისტემის სწრაფად ათვისების უნარივებ-ანალიტიკის საბაზისო ცოდნა პიროვნული უნარები ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობაეფექტიანი კომუნიკაცია და გუნდური მუშაობაპასუხისმგებლობის მაღალი გრძნობავადების დაცვა და სამუშაოს დამოუკიდებლად ორგანიზების უნარი განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 10 ნოემბერი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ug.edu.ge ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: „ვებ კონტენტის მენეჯერი “. საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/ საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართელოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესასხებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →