HR ჯენერალისტი
ფინანსური კომპანია სონო კრედიტი · თბილისი
კომპანია "სონო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;სამუშაო ფორმატი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით).ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების ყოველდღიურ პროცესებში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:რეკრუტინგის პროცესში მონაწილეობა;დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და მონაცემების განახლება;შვებულებების და სხვა საკადრო საკითხების ადმინისტრირება;Onboarding პროცესების მართვაHR პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;თანამშრომლების დატრენინგება და შეფასება.შრომის ბაზრისა და შესაბამის პოზიციებზე ანაზღაურების ტენდენციების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება;HR მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;შრომის კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა;MS Office პროგრამების ცოდნა;გამართული კომუნიკაციისა და წერითი უნარები;ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;გუნდური მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარები:ეფექტური კომუნიკაცია;დროისა და პრიორიტეტების სწორად მართვა;დეტალებზე ორიენტირებულობა;გუნდური მუშაობის უნარი;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:სტაბილურ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას;მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს;კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის ანაზღაურებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: solocreditcv@gmail.com ასევე, ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: HR ჯენერალისტი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.