← ყველა ვაკანსია

დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი

TALENTIS · ქუთაისი

კომპანია TALENTIS აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოს რეგიონში პარტნიორი ფარმაცევტული კომპანიისთვის, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს წამყვან ევროპულ მწარმოებლებსა და მათ ინოვაციურ სამედიცინო პროდუქციას. სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი ანაზღაურება: შეთანხმებით დამატებითი საკომპენსაციო პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება; ძირითადი მოვალეობები: დასავლეთ საქართველოს რეგიონში სამედიცინო წარმომადგენელთა გუნდის ეფექტური მართვა და კოორდინაცია; გაყიდვების რეგიონალური გეგმების დასახვა, გუნდისთვის გაცნობა და შედეგების მუდმივი მონიტორინგი; ფარმაცევტული ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და სამომხმარებლო მოთხოვნის ანალიზი; გაყიდვების სტიმულირება, პრობლემური სიტუაციების იდენტიფიცირება და ოპერატიული გადაჭრის გზების შემუშავება; ყოველდღიური რეპორტინგის კონტროლი, ანალიზი და გუნდისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება; სამედიცინო წარმომადგენელთა პროფესიული განვითარებისა და სამუშაო პროცესში ჩართულობის მხარდაჭერა; რეგიონში მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ინიცირება და განხორციელების მონიტორინგი; რეგულარული ანგარიშგება ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელობასთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება; ფარმაცევტულ სფეროში ჯგუფის/რეგიონალური მენეჯერის ან უფროსი სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის გამოცდილება; საოფისე პროგრამების (MS Office: Excel, Word, PowerPoint) კარგი ცოდნა; უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები: ლიდერული თვისებები და გუნდის მართვის უნარი; შედეგზე და დასახული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებულობა; ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი; ეფექტური მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის უნარი; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ინიციატივიანობა. განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: pharmhrvacancy@gmail.comსათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →