HRBP / HR Lead
ზოომარტი · 31 ნესტან-დარეჯანის ქუჩა, თბილისი
ზოომარტი აცხადებს ვაკანსიას HRBP / HR Lead-ის პოზიციაზეროლის მიზანი HRBP / HR Lead გააძლიერებს ზოომარტის HR ფუნქციას. ააწყობს სისტემებს, რომლებიც კომპანიის ზრდას მიჰყვება და უზრუნველყოფს HR პროცესების უწყვეტობას. როლი მოიაზრებს სტრატეგიულ მიმართულებას, მათ შორის ტრენინგისა და განვითარების მიმართულების კოორდინაციასა და წარმართვას, ასევე ოპერაციულ ჩართულობას HR პროცესებში. პოზიცია უშუალოდ ექვემდებარება გენერალურ დირექტორს. HR სისტემების აწყობა და განვითარება :პროექტი - მოსალოდნელი შედეგისახელფასო გრეიდინგის სისტემა - პოზიციების დონეები და სახელფასო ბიუჯეტიერთიანი შეფასების კრიტერიუმები და შეფასების პროცესი - შეფასების ერთიანი მეთოდოლოგია და ტალანტის განვითარების პროცესები2027 წლის აღმასრულებელი გუნდის KPI - HR მხარდაჭერა KPI-ების ფორმულირებასა და გაზომვის მექანიზმშიტრენინგისა და განვითარების მიმართულება - სასწავლო პროგრამების დაგეგმვა და კოორდინაცია; ტრენერებისა და Learning სპეციალისტების შერჩევა და მართვაშრომის ინსპექციის მოთხოვნები - კომპანიის შესაბამისობაში მოყვანა შრომის ინსპექციის მოთხოვნებთანშინაგანაწესი - საჭირო ცვლილებების განსაზღვრა და დანერგვა1C-ის HR ფუნქციები - HR პროცესების აღრიცხვა 1C-ში (ხელფასები, შვებულებები, ტაბელები); მოთხოვნების მომზადება, ტესტირება და self-HR-დან გადასვლაHR ოპერაციები და მხარდაჭერა :HR რეპორტინგი: საშტატო და ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის აღრიცხვა; მუდმივად განახლებადი რეპორტი Payroll მხარდაჭერა და HR დოკუმენტაცია: ტაბელები, შვებულებები, მივლინებები, შრომითი ხელშეკრულებები და პერსონალის საქმეებიბექაფი HR გუნდისთვის: კოლეგის არყოფნის პერიოდში მისი მიმდინარე საქმეებისა და პროცესების გაძღოლა მოთხოვნები:ვეძებთ ფართო პროფილის სპეციალისტს, რომელიც თანაბრად კარგად ართმევს თავს ოპერაციულ და სისტემურ საკითხებს. გამოცდილება და განათლება:უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, სამართალი ან მონათესავე სფერო) • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება HR მიმართულებით, მათ შორის HR BP ან HR მენეჯერის როლში სასურველია გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან FMCG-ის მრავალფილიალიან ქსელში • დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ტრენინგისა და განვითარების (L&D) ფუნქციის კოორდინაციის ან მართვის გამოცდილება საკვალიფიკაციო მოთხოვნები :საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომის ინსპექციის მოთხოვნების სიღრმისეული ცოდნა Payroll-ის პროცესის მართვის გამოცდილება სახელფასო გრეიდინგის, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემების (Performance Management) და წახალისების/ანაზღაურების KPI-ზე დაფუძნებული მოდელების ცოდნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა და კონფიდენციალურობის სტანდარტების დაცვის გამოცდილება უპირატესობაა 1C-ის ან სხვა ERP სისტემის HR ფუნქციებთან მუშაობის გამოცდილება უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:HR პროცესების ნულიდან დანერგვისა და დოკუმენტირების (SOP / შიდა წესების შემუშავების) უნარი ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების უნარი განვითარებაზე ორიენტირებულობა და შედეგზე ფოკუსირება მაღალი თვითორგანიზებულობა, დროის ეფექტიანი მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან, პროექტის მონაწილეებსა და გარე პარტნიორებთან ეფექტიანი კოორდინაციის, მართვისა და კომუნიკაციის უნარი ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი) სამუშაო გარემო და შესაძლებლობები:დინამიკურად მზარდი კომპანია, სადაც შესაძლებელია HR მიმართულებისა და სისტემების თითქმის ნულიდან ფორმირება გადაწყვეტილების მიღების მოქნილი პროცესი და მაღალი ავტონომია, რაც პირდაპირ აისახება შედეგებზე მენეჯმენტის მზაობა და მხარდაჭერა ცვლილებების დანერგვაშიკონკურენტული ანაზღაურება საბონუსე სისტემა სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი 09:30-18:00; მოკლე პარასკევი 09:30-15:00 სამუშაო ადგილმდებარეობა: ნესტან-დარეჯანის ქუჩა N31, თბილისი დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV