ქსელის ადმინისტრატორი
Georgian AirLink
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ქსელური ინფრასტრუქტურის (LAN/WAN) მართვა და მონიტორინგი;
** ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები და სხვა) კონფიგურაცია;
** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და სწრაფი აღმოფხვრა;
** ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** სარეზერვო ასლების (backup) შექმნა და აღდგენა;
** ინსტალატორებისა და ტექნიკური გუნდის მხარდაჭერა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქსელური ტექნოლოგიების ცოდნა (TCP/IP, DHCP, DNS და სხვ.);
** ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემების ცოდნა (Windows/Linux);
** ტექნიკური პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ცვლებში მუშაობა - დღის ცვლების გარდა, დასაქმებულმა თვის მანძილზე 4-ჯერ უნდა იმუშაოს ღამის ცვლაში, 22:00-დან 10:00-მდე;
** სტაჟირების პერიოდი: (ანაზღაურებადი);
** ანაზღაურება: 1200-1500 ლარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: vacancy@airlink.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.