← ყველა ვაკანსია

მთავარი ბუღალტერი

Z.E.G.A Consulting

აუდიტორული კომპანია "ზ.ე.გ.ა. კონსალტინგი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის/აუდიტორის პოზიციაზე. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით; ** საგადასახადი კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა; ** ბუღალტრული პროგრამა ORIS-ს ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office) ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის ან მინიმუმ ოთხწლიანი აუდიტორად მუშაობის გამოცდილება; ** აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში პრაქტიკული ცოდნა; ** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის/საგადასახადო აუდიტის კუთხით მუშაობის გამოცდილება, ხშირად გამოყენებადი სტანდარტების ფლობა; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; ** ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად. აუცილებელი უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული; ** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სხარტი და ლოგიკური აზროვნების უნარი. ფუნქცია-მოვალეობები: ** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება; ** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია; ** შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა; ** გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარებების აქტების, შესყიდვების აქტების და ა. შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება; ** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება; ** პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება; ** სალაროს ნაშთის კონტროლი; ** საზოგადოების ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი; ** სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის/აუდიტორის საქმიანობიდან. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: შეთანხმებით; ** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე; ** ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: zegaconsulting@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →