← ყველა ვაკანსია

ადგილობრივი შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი

SekkeiPark

კომპანია "SEKKEI PARK" აცხადებს ვაკანსიას - ადგილობრივი (ექსპრესი) შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ: ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში. ვაკანსიის შესახებ: ** ანაზღაურება: 1800-2500 ლარი (გამოცდილების მიხედვით); ** სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა; ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9; ** საკონტაქტო ტელ. ნომერი: 595 116 735. ფუნქცია-მოვალეობები: ** საწყობების აღწერა და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და ბუღალტერთან; ** ნაშთების მუდმივი კონტროლი და ანალიზი; ** ინვენტარიზაცია (ინსტრუმენტების კონტროლი, შეკეთება, უსაფრთხოების თანამშრომლისგან მიღებული მითითებების მიხედვით); ** ყველა მასალის გადაადგილების აღრიცხვა პროგრამა "ბალანსსა" და RS.GE-ზე; ** RS.GE-ზე მიღებული ზედნადებების ჩამოტვირთვა ობიექტების მიხედვით; ** საჭირო მასალების და დანადგარების Express შესყიდვები ადგილობრივ ბაზარზე; ** მომწოდებლებისგან საუკეთესო ფასისა თუ პირობების მოპოვება; ** პროდუქციის მიწოდების დაგეგმვა სხვადასხვა პუნქტებსა და საწყობებს შორის, მძღოლებისთვის მიმართულების მიცემა; ** საბაჟო პროცედურებისათვის ხელშეწყობა და ლოჯისტიკური დაგეგმარება; ** საწვავის შესყიდვები; ** ჯარიმებზე ინფორმაციის მიწოდება მძღოლებისთვის. ძირითადი მოთხოვნები: ** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word; ** გამოცდილება: აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა "ბალანსსა" და RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება. უნარები და თვისებები: ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: ** სამედიცინო დაზღვევა; ** პროფესიული განვითარება; ** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება; ** ჯანსაღი კორპორატიული გარემო; ** საწვავის ხარჯების ანაზღაურება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://sekkeipark.com/ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

განაცხადის გაგზავნა →