← ყველა ვაკანსია

გაყიდვების შემდგომი მომსახურების სპეციალისტი

Eden Development

დეველოპერული კომპანია "Eden Development" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების (After Sales) სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ბინის შეძენის შემდეგ კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი მომსახურება; ** გაფორმებული ხელშეკრულებების ადმინისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა; ** კლიენტების გადახდის გრაფიკების მონიტორინგი, გადახდების შეხსენება და დავალიანებებზე რეაგირება; ** მშენებლობის მიმდინარეობის, ცვლილებებისა და დასრულების ვადების შესახებ კლიენტების ინფორმირება; ** კლიენტების მოთხოვნებისა და განცხადებების მიღება, დამუშავება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია; ** ბინების დათვალიერებისა და მიღება-ჩაბარების პროცესის ორგანიზება; ** ბინის გადაბარების შემდეგ ტექნიკური და საგარანტიო საკითხების კოორდინაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქართული ენის გამართულად ცოდნა; ** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** Microsoft Office-ის პროგრამების (Excel, Word) კარგად ცოდნა; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მართვისა და გადაჭრის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციის უნარი; ** კლიენტებთან ურთიერთობის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 3000 ლარი; ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი; ** სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00; ** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა; ** შესვენება: 1 საათი, სამუშაო დღის განმავლობაში. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: ketevani@edendevelopment.ge

განაცხადის გაგზავნა →