← ყველა ვაკანსია

კონტენტ კრეატორი

რელევანტ

მარკეტინგის დეპარტამენტში ვეძებთ კონტენტ კრეატორს, რომელიც უძრავი ქონების პროექტებისთვის კონტენტ-სტრატეგიას შეიმუშავებს და შექმნის რელევანტურ კონტენტს, რომელიც იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას და აისახება პროექტების შედეგებზე. თუ იცი, როგორ აქციო კვადრატული მეტრები საინტერესო ისტორიად, სიამოვნებით გავეცნობით შენს ნამუშევრებს. რა იქნება შენი ამოცანა: ** კონტენტ-სტრატეგიისა და თვიური კონტენტ-გეგმების შემუშავება ** მარკეტინგული სტრატეგიისა და სარეკლამო კონცეფციის კონტენტში გაშლა ** კამპანიების დაგეგმვა და კონტენტის მიმართულების განსაზღვრა ** რილსების სცენარებისა და შოთლისტების მომზადება ** ტექსტების წერა სარეკლამო კამპანიებისა და სოციალური ქსელებისთვის ** კოორდინაცია გრაფიკულ დიზაინერთან, ედვერთაიზერთან, გაყიდვების გუნდთან და ექაუნთ ლიდთან, რათა იდეა ფურცლიდან ეკრანამდე მივიდეს ** კონტენტის ტრენდების კვლევა და მათი გამოყენება სარეკლამო კომუნიკაციაში ** კონტენტის შედეგების ანალიზი და მიდგომის დახვეწა მონაცემებზე დაყრდნობით ვის ვეძებთ: ** გაქვს კონტენტის შექმნის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ** სთორითელინგის ძლიერი უნარი გაქვს: იცი, როგორ გადმოსცე ისტორია, რომელიც ემოციას იწვევს და აუდიტორიას მოქმედებისკენ უბიძგებს ** სტრატეგიასა და სარეკლამო კონცეფციას სწორად აღიქვამ და იცი, როგორ გაშალო ის ყოველდღიურ კონტენტში ** ქართულად და ინგლისურად მოკლედ, ზუსტად და გემოვნებით წერ ** კარგად იცნობ რილსებისა და ვიდეოს ტრენდებს და იცი, როგორ შეინარჩუნო მაყურებლის ყურადღება პირველივე წამებიდან ** კრეატიულად აზროვნებ და ფართო თვალსაწიერი გაქვს: იდეებს ყველგან პოულობ, კინოში, ლიტერატურაში, არქიტექტურასა თუ ხელოვნებაში ** ახერხებ რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობას და დედლაინების დაცვას ** გაქვს პორტფოლიო, რომელიც შენს ხედვასა და დონეს აჩვენებს უპირატესობა იქნება: ** მარკეტინგულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება ** უძრავი ქონების კონტენტის შექმნის გამოცდილება ** კოპირაითინგის გამოცდილება ** უცხო ენების ცოდნა ** AI ინსტრუმენტების გონივრული გამოყენება: იცი, როგორ დააჩქარო სამუშაო პროცესი ისე, რომ კონტენტმა შენი ხედვა და ხელწერა შეინარჩუნოს რას გთავაზობთ: ** საინტერესო პროექტებს, სადაც შენი ნამუშევრის შედეგს რეალურ გაყიდვებში დაინახავ პროფესიონალურ გუნდს, რომელიც კარგ იდეებს აფასებს და მხარს უჭერს ** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას ** კონკურენტულ ანაზღაურებას: 2000/3000 ლარი ფიქსირებული, გამოცდილების შესაბამისად, და ბონუსს პროექტების შედეგების მიხედვით სამუშაო ფორმატი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე სამუშაო ადგილი: ოფისი, იაკობ ნიკოლაძის 3 როგორ გამოგვიგზავნო განაცხადი: გამოგვიგზავნე CV და პორტფოლიო (3-5 საუკეთესო ნამუშევარი) მისამართზე info@relevant.ge, სათაურით "კონტენტ კრეატორი". თითოეულ ნამუშევართან მოკლედ მიუთითე, რა იყო შენი წვლილი: სტრატეგია, იდეა, სცენარი, ტექსტი თუ გადაღება.

განაცხადის გაგზავნა →