ელექტრიკოსი
ფექიჯინგ სერვისი
ერთ-ერთი მოწინავე გოფრირებული მუყაოს მწარმოებელი კომპანია "ფექიჯინგ სერვის" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, კოსტავას ქუჩა N4
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 19:00 სთ
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება: 3000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოს ელექტრო ქსელებისა და დანადგარების ტექნიკური მომსახურება;
** ელექტრო გაუმართაობების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
** სტამბისა და საწარმოო დანადგარების ელექტრული სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
** პროფილაქტიკური შემოწმებებისა და გეგმური ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
** ელექტროუსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
** ავარიულ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** სამრეწველო ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება;
** ელექტრული სქემებისა და ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და გამოყენების ცოდნა.
უნარები და პიროვნული თვისებები:
** ტექნიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული მიდგომა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაო დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანი მართვა;
** გუნდური მუშაობისა და სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობის უნარი;
** უსაფრთხოების წესების და პროცედურების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: akvaratskhelia@onepoint.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.