← ყველა ვაკანსია

საწყობის მენეჯერი

სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი

შ.პ.ს. "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. მდებარეობა: ქ. თბილისი; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით; მოვალეობები: ** საწყობის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა; ** პროდუქციის მიღების, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესების კონტროლი; ** საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი; ** შესაბამისი დოკუმენტაციის, მათ შორის შესყიდული პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტებისა და გასავლის ფაქტურის რეესტრის წარმოება; ** პროდუქციის დანაკლისისა და ზედმეტობის პრევენცია; ** საწყობის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია; ** მატერიალური ფასეულობებისა და სხვა ინვენტარის თანამშრომლებზე გაცემა მოთხოვნის შესაბამისად; ** მატერიალურ -ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა და მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა; ** დისტრიბუციის პროცესში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი; ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა საჭიროებისამებრ; ** ხელმძღვანელობისათვის ანგარიშის წარდგენა მოთხოვნისამებრ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საწყობის მართვის პროცესების ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel) სასურველია; ** სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობისა და მართვის უნარი. უნარ-ჩვევები: ** შრომისმოყვარე; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ენერგიული; ** პუნქტუალური; ** დეტალებზე ორიენტირებული. ჩვენ გთავაზობთ: ** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას; ** საბონუსე სისტემას; ** საწვავით უზრუნველყოფას; ** ულიმიტო სასაუბროს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: oldkakheti@ktw.ge. შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საწყობის მენეჯერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, კომპანიის მხრიდან დამუშავებული და დაარქივებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →